Accessibility links

ერგნეთის შეხვედრაზე განიხილეს ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის განმრთელობის მდგომარეობის საკითხეზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, მათ მოითხოვეს ზაზა გახელაძის მიმართ ჩატარებული სამედიცინო პროცედირების შესახებ ინფორმირება.

„ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი ჩვენ დავაყენეთ. გარდა ამისა მოვითხოვეთ, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენონ იმ სამედიცინო პროცედურების შესახებ რაც უტარდება მას. კიდევ ერთხელ შეხვედრაზე უშუალოდ მივიღეთ განმარტება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური და შეესაბამება მიღებულ ჭრილობას და დინამიკა აქვს პოზიტიური",- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ზაზა გახელაძე, 76 დღეა, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

24 სექტემბერს ზაზა გახელაძის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ვადა იწურება, მისმა ოჯახმა კი არ იცის, ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG