Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პოლიცია კოსოვოში ომის ვეტერანთა ოფისში შეიჭრა


ევროკავშირის პოლიციელები აკავებენ კოსოვოს ომის ვეტერანთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ჰიუსნი გუცატის. პრიშტინა, 2020 წ. 25 სექტემბერი.
ევროკავშირის პოლიციელები აკავებენ კოსოვოს ომის ვეტერანთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ჰიუსნი გუცატის. პრიშტინა, 2020 წ. 25 სექტემბერი.

ევროპის კავშირის პოლიცია კოსოვოს ომის ვეტერანთა ასოციაციის ოფისში შეიჭრა პრიშტინაში. როგორც ჩანს, ისინი ეძებენ სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებული გამოძიების ფაილებს, რომლებიც, ასოციაციის თქმით, ანონიმურად მიიღეს.

ვეტერანთა ასოციაცია წარმოადგენს ალბანელ ყოფილ სეპარატისტებს, რომლებიც 1998-1999 წლებში დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ სერბეთის ჯარების წინააღმდეგ.

ასოციაციის წევრების თქმით, კოსოვოში ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის, EULEX-ის პოლიციამ 25 სექტემბერს ისინი არ შეუშვა საკუთარ ოფისებში პრიშტინაში. მათი თქმით, პოლიციამ დააკავა ასოციაციის ხელმძღვანელი ჰიუსნი გუცატი. როგორც ადვოკატმა ტომ გაშიმ განაცხადა, EULEX-ის წარმომადგენლების თქმით, გუცატი შეიძლება გადაიყვანონ ჰააგაში, სადაც საგანგებო სასამართლო სწავლობს „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ (UCK) წევრების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებს 1998-1999 წლის ომისა და მის შემდგომ პერიოდში.

ასოციაციის მდივანმა, ფატონ კლინაკუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე პოლიციელები შევიდნენ მათ ოფისში. კლინაკუს თქმით, მათ შორის კოსოვოელი პოლიციელებიც იყვნენ.

მიმდინარე კვირაში ომის ვეტერანთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ანონიმმა პირმა მას, ორი თვის განმავლობაში მესამედ, გადასცა სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებული ფაილები ჰააგის გამომძიებელთა მიერ წარმოებული გამოძიებიდან. ვეტერანთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ფაილებს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG