Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაინფიცირდა რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე


​კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა ოკუპირებულ ცხინვალში. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან არაღიარებული სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევა და რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე. ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევას ინფორმაციით, ინფიცირებულები ამბულატორიულად მკურნალობენ, ხოლო 24 სექტემბერს ინფიცირებული კიდევ ერთი მოქალაქე 50 წლის კაცი ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშია გადაყვანილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან ე.წ საზღვარი 15 სექტემბერს გახსნეს, მას შემდეგ ეპიდემიოლოგებმა 93 ტესტი ჩაატარეს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი 26 გამოკვლევა ჩატარდა და აქედან ორი დადებითი პასუხი მიიღეს.

მარინა კოჩიევამ ისიც განმარტა, რომ გახსნილი „საზღვრების“ პირობებში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის რისკი მატულობს.

პანდემიის დაწყებიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სულ 93 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG