Accessibility links

საპატრიარქო გარეჯის საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს მეტ გამჭვირვალობას


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „რუსთავი 2“-თან ილაპარაკა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის საკითხზე.

„ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისათვის, მეტად გამჭვირვალე ყოფილიყო ეს პროცესი კომისიის მუშაობისა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო ზოლზე, ერთი მხრივ, ეს არის სახელმწიფო საზღვარი (ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ საქმის), თუმცა უნდა განვიხილოთ სხვა ასპექტითაც. ეკლესია-მონასტრების ტერიტორია ეკუთვნის საპატრიარქოს და ამ შემთხვევაში საპატრიარქოს ჩართულობა იმ ფაქტორითან არის გამართლებული, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

გუშინ, 24 სექტემბერს, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მოძიებულია „დამატებითი მასალები, კარტოგრაფიული და ასევე ახალი დოკუმენტები", რომელთა საფუძველზეც შესაძლოა, გადაიხედოს 2006-2007 წლებში გაფორმებული შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG