Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შატილში, ავტოავარიისას დაშავებული პაციენტები კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ


შატილის გზაზე, 23 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი პაციენტიდან, ერთმა კლინიკა უკვე დატოვა. ორი პაციენტი კი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG