Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში ქალთა მარშზე მილიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის 73 წლის ქალი


ნინა ბაგინსკაია სპეცრაზმელების ალყაში
ნინა ბაგინსკაია სპეცრაზმელების ალყაში

შაბათს მინსკში სამართალდამცველებმა დააკავეს ათობით ქალი, რომლებიც შუადღეს ყვავილებით ხელში შეიკრიბნენ ბელარუსის დედაქალაქში.

დაკავებულთა შორის არის 73 წლის ნინა ბაგინსკაია, ცნობილი იმით, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს ბელარუსის ხელისუფლების მიერ აკრძალული თეთრ-წითელ-თეთრი დროშა.

იგი ჩასვეს მანქანაში, სადაც დროშა წაართვეს და მალევე გაათავისუფლეს.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით დღესვე მილიციამ მცირე ხნით დააკავა „ევრორადიოს“ ჟურნალისტი იულია მატუზოვა, რომელსაც თან ჰქონდა ჟურნალისტის აკრედიტაცია და ეცვა ჟილეტი წარწერით „პრესა“.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება სამოქალაქო პროტესტი, რომელიც არჩენების მასობრივად გაყალბებას და ქვეყანაში დაწყებულ რეპრესიებს მოჰყვა.

აშშ-მა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG