Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა


27 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი კვლავ აჭარაზე მოდის. 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარაშია გამოვლენილი.

აჭარის რვა სამედიცინო დაწესებულებაში 494 პაციენტი მკურნალობს. მათ შორისაა 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 22 პაციენტი. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება - 949 ინფიცირებული. მათ შორის 71 არასრულწლოვანი. ბინაზე მკურნალობს 400-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი.

სტაციონარსა და კოვიდკარანტინში მყოფი პირებიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა ჯამში 26 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდპაციენტებისთვის სულ 600 საწოლია გამოყოფილი.

27 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ამ დრომდე ვირუსის5254 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 800 პირი.

ასევე ნახეთ: აჭარაში შეზღუდვები ამოქმედდა ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო

რას ჰყვებიან COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტები ბათუმში

აჭარას COVID-19-ის წინააღმდეგ რესურსები არ ჰყოფნის

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG