Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 17 მართვით სუნთქვაზეა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი.

მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა და მატება არ არის.

"3348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ ცენტრებში, ასევე, სასტუმროებსა და მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე". – ამბობს ენდელაძე.

მისივე თქმით, განაწილების მხრივ, 66% აჭარაშია ინფიცირებული. კორონავირუსის​ ახალი 294 შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა, 43 - თბილისში, გურიაში- 16 , იმერეთში -14, სამეგრელო-ზემოსვანეთში -11, 5-5 სამცხე ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში, 4 შიდა-ქართლში, 2- კახეთში, 2 - მცხეთა მთიანეთში.

27 სექტემბრის მონაცემებით, სულ საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG