Accessibility links

მთიან ყარაბაღში სისხლიან შეტაკებებს მოჰყვა საერთაშორისო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ


სომხეთმა და აზერბაიჯანმა 27 სექტემბერს მასშტაბური ნგრევის და მსხვერპლის შესახებ გაავრცელეს ცნობები, მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში სისხლიანი შეტაკებები მოხდა. შეტაკებებს მოჰყვა საერთაშორისო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ.

ორივე ქვეყანამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ერთმანეთი დაადანაშაულა შეტაკებების ინიცირებაში, რომლებსაც სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა.

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამხედრო მესვეურებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულებს შორის მათი ძალების 16 წევრია, დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი.

მანამდე სომეხი უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ დაღუპულებს შორის ეთნიკური სომეხი ქალი და ბავშვია. აზერბაიჯანმა გაავრცელა ცნობა, რომ სომეხთა ძალების მხრიდან სროლას ემსხვერპლა ერთი ოჯახის ხუთი წევრი. გენერალური პროკურორის ოფისის თანახმად, საავადმყოფოში მოხვდა 19 სამოქალაქო პირი.

შეტაკებებს მყისიერი რეაქცია მოჰყვა აშშ-ის, რუსეთის და სხვა ქვეყნების მხრიდან. აშშ-მა შეშფოთება გამოხატა ცნობებზე "მასშტაბური სამხედრო მოქმედებების" შესახებ, რომლებმაც მოიტანა "მნიშვნელოვანი მსხვერპლი", მათ შორის სამოქალაქო პირებს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ აშშ "ყველაზე მძლავრი ფორმით" გმობს ძალადობის ესკალაციას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ტელეფონით ელაპარაკ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელმაც ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის მდგომარეობის სასწრაფოდ აღდენის აუცილებლობას. რუსეთი ორივე მხარეს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკება დაიწყონ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG