Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 22 მართვით სუნთქვაზეა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 25 პაციენტი. მათგან 22 მართვით სუნთქვანზეა, „სიმძიმეები საათების მიხედვით იცვლება“,- ამბობს მარინა ენდელაძე.

მისი ინფორმაციით ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად მკურნალობს 29 პაციენტი, რომელთა შორისაც 2 არის მძიმე, „გუშინ გაეწერა 5 პაციენტი“, - განაცახდა მარინა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2054-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 3 პაციენტის გარდაცვალება.

28 სექტემბრის დილის მდგომარეობით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 5552;

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2054;

მათ შორის გარდაცვლილი - 31;

კარანტინის რეჟიმში - 5637;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG