Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდინციფირებულს შორის 10 პირი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გაყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთ ინფიცირებული 298 პაციენტიდან უმეტესობა არის სიმპტომიანი პაციენტი - ასეთია 71 პაციენტი ანუ 16 % , 161 ანუ 67 % არის კონტაქტები.

„ეპიდკერაში მოგზაურის ისტორიის მქონე პაციენტია 13, თვითილოზაცია-.კარანტინში გამოვლენილია 18, 10 სამედიცინო პერსონალია. 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სხვა რისკ ჯგუფები 18, ძირითადი გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები და მათთან კონტაქტები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართლ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში საქართველოში განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2054-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 3 პაციენტის გარდაცვალება.

28 სექტემბრის დილის მდგომარეობით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 5552;

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2054;

მათ შორის გარდაცვლილი - 31;

კარანტინის რეჟიმში - 5637;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG