Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძის თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა პროგნოზირებადი იყო


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გაყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის 0,56. რაც მისი განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ „სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს ევროპაში დღეისთვის“, -ეს განმარტება ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დღეის მონაცემებით კორონავირუსით საქართველოში გარდაცვლილია 31 ადამიანი, ამირან გამყრელიძის განმარტებით ეს მონაცემები პროგნოზირებადი იყო.

„პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებდა და შესაბამისად, მოიმატებდა საშუალო და მძიმე შემთხვევები, მათ შორის კრიტიკული და ამიტომაც არის ეს ასეთი ციფრი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აგვისტოს ბოლომდე სანამ 1500-მდე შემთხვევა გვქონდა საერთოდ დადასტურებული, მაშინ გვქონდა 19 სიკვდილი და როცა სექტემბერში თითქმის 4000 შემთხვევა დაემატა, გვაქვს დამატებით 12“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი სიტყვებით თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ „სამწუხაროდ მედიცინაში ეს ხდება. მაგრამ შემთხვევეთა დიდი რაოდენობის ფონზე პროცენტი საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო“.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხელ წერტილად რჩება აჭარაა, (175 ახალი შემთხვევა გასული 24 საათში) სადაც ინფექციის დიდი ნაწილის კონცენტრირება ხდება და ეს მაჩვენებელი მერყეობს სხვადასხვა დღეს 60-დან 75%-მდე.

მისივე ინფორმაციით ახალი ინფიცირებულების რაოდენობა, ყოველდღიურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება 200-400-500-ის ფარგლებში.

„მთავარია ეს ყველაფერი იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არის სრულად მართვადი და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარეა“.

ბოლო 24 საათში საქართველოში განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2054-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 3 პაციენტის გარდაცვალება.

28 სექტემბრის დილის მდგომარეობით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 5552;

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2054;

მათ შორის გარდაცვლილი - 31;

კარანტინის რეჟიმში - 5637;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG