Accessibility links

პაკისტანის უზენაესი სასამართლო განიხილავს დენიელ პერლის ოჯახის საჩივარს


ამერიკელი ჟურნალისტი დენიელ პერლი (1963 წლის 10 ოქტომბერი – 2002 წლის 1 თებერვალი).

28 სექტემბერს პაკისტანის უზენაესი სასამართლო განიხილავს მოკლული ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის ოჯახის საჩივარს. ოჯახი არ ეთანხმება ბრიტანეთში დაბადებული პაკისტანელის გამამართლებენ განაჩენს. ის დამნაშავედ ცნეს Wall Street Journal-ის რეპორტიორის მკვლელობაში 2002 წელს.

წელს, აპრილში, დაბალი ინსტანციის სასამარლომ შეცვალა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც პერლის სასტიკი მკვლელობისთვის გამოუტანეს აჰმედ ომარ საიდ შეიხს.

სინდის პროვინციის სასამართლომ შეიხისთვის გამოტანილდი განაჩენი შეარბილა და მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა გატაცებისთვის, რაც, ვაშინგტონის სიტყვებით, „ტერორიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა“ იყო.

შეიხი და კიდევ სამი კაცი, რომლებიც დაკავშირებული არიან პერლის გატაცებასა და მკვლელობასთან, საპატიმროში დატოვეს, რადგან პაკისტანის მთავრობამ მიმართა უზენაეს სასამართლოს თხოვნით, აღადგინოს თავდაპირველი განაჩენი.

28 სექტემბრის მოსმენების წინ პერლის ოჯახმა განაცხადა, რომ შეიხის განთავისუფლება წააქეზებს შეიარაღებულ მეამბოხეებს მთელ მსოფლიოში.

38 წლის პერლი The Wall Street Journal-ის სამხრეთ აზიის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 2002 წელს, როცა ისლამისტი მეამბოხეების ამბებს იძიებდა, ის გაიტაცეს და ყარაჩიში თავი მოკვეთეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG