Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 მოზარდი ზუგდიდში კორონავირუსით რეპეტიტორისგან დაინფიცირდა


სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 200 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, აქედან 20-ს ვირუსი დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა, 15 ზუგდიდში დაფიქსირდა. მათ შორის 14 მოზარდია, რომლებიც რეპეტიტორისგან დაინფიცირდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფიცირებული მოზარდები სხვადასხვა სოფლის სკოლის მოსწავლეები არიან სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. შესაბამისად ზუგდიდის სოფელ რუხის, ინგირის და დიდინეძის სკოლები დღეიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

რაც შეეხება 20 ახალი შემთხვევიდან სხვა პაციენტებს, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს ეკუთვნის, 1 მარტვილს, 3 ფოთს, 1 ასევე ზუგდიდს, რომელიც არის 22 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

28 სექტემბრის მონაცემებით, სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულია 92 პირი. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება 173 ადამიანი.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 3 პაციენტის გარდაცვალება.

ბოლო 24 საათში საქართველოში განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG