Accessibility links

„დინამო თბილისი" ბოდიშს იხდის ფარერის კუნძულების ჩემპიონთან დამარცხების გამო


საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" ფარერის კუნძულებზე ადგილობრივ „კლაკსვიკ"-თან მარცხის (6-1) გამო ბოდიში მოიხადა. ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშვიდან მე-4 დღეს „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გუნდი წერს:

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია".

24 სექტემბერს საკვალიფიკაციო ეტაპიდან ასევე გავარდა თბილისის „ლოკომოტივი". ის ესპანეთში „გრანადა“-სთან 0:2 დამარცხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG