Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ელიავას ბაზრობაზე" ხანძარი იყო


წუხელ ხანძარი გაჩნდა თბილისში, „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელდა ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაზე. ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი.

ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში ბაზრობებზე ხანძარი ხშირად ჩნდება. მათ შორის, „ელიავას ბაზრობაზე“ ბოლო წლებში რამდენიმე ხანძარი იყო.

XS
SM
MD
LG