Accessibility links

კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 225 აჭარიდანაა.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 35;
  • იმერეთი - 22 ;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი -18;
  • შიდა ქართლი - 9;
  • მცხეთა-მთიანეთი - 3;
  • გურია - 1;
  • ქვემო ქართლი - 1.

საქართველოში მკურნალობს 3 542 პაციენტი, საიდანც 25 არის კრიტიკული, მათგან 23 მართვით სუნთქვაზეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 7 აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 314 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 866-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 270 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 2 324. კორონავირუსით საქართველოში 33 პირია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG