Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულმა საქართველომ" 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა


"ევროპულმა საქართველომ" მომავალი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიაში სულ 34 კანდიდატია.

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს სია პარტიის წევრთა რიგითობას არ განსაზღვრავს. სიაში მოხვდნენ "თავისუფალი დემოკრატებიდან" წამოსული პოლიტიკოსები: ნინო გოგუაძე და შალვა თადუმაძე.

"სია არ არის რიგითობით და შეადგენს იმ გუნდის სია, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს", - განმარტეს პარტიაში.

პარტიის სიაში იქნებიან: გიგი უგულავა, ტარიელ ლონდარიძე, ლევან თარხნიშვილი, გოჩა გურგუჩიანი, არსენ კარაპეტიანი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ირინე აფხაზავა, აჰმედ იმამკულიევი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, მაია კაციტაძე, ელენე ოზაშვილი, სერგო რატიანი, ირაკლი კიკნაველიძე, მალხაზ პატარაია, ოთარ კახიძე, მარიამ რამინაშვილი, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ზაზა კედელაშვილი, ნინო გოგუაძე, ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, სერგი კაპანაძე, გიგი წერეთელი, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე და შალვა შავგულიძე.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება. პარტიას ამ ეტაპისთვის დასახელებული ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა.

XS
SM
MD
LG