Accessibility links

გორთან ახლოს მაგისტრალზე ავარია მოხდა, არის მსხვერპლი


გორთან ახლოს, სოფელ სვენეთთან, მაგისტრალზე ავარია მოხდა. როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იუწყება, არის მსხვერპლიც.

სულ მცირე ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის ერთი სატვირთო.

ავტოსაგზაო შემთხვეიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებული იყო. ადგილზე მისული იყო სამაშველო ჯგუფი და პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

ადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დეტალებს, მათ შორის გარადაცვლილების შესახებ ინფორმაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG