Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მარნეულის ინციდენტზე: იმედს ვიტოვებთ გამოძიება წარიმართება ოპერატიულად


სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.

„ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).

ჩვენი პირველადი კომუნიკაციით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა და ძალადობის ბრალდებით.

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად", - აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG