Accessibility links

საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები დაახლოებით 10:45 საათისთვის განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-30 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 326 შემთხვევა დადასტურდა. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG