Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: უსიმპტომო პაციენტებს გამოჯანმრთელებულის სტატუსი 10 დღეში ენიჭება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღეიდან საქართველოში უკვე მოქმედებს კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმი. მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე თქვა, რომ უსიმპტომო პაციენტებისთვის ეს ვადა 10 დღემდე შემცირდა.

"გამოჯანმრთელებულობის ახალი კრიტერიუმი ამოქმედდა. თუ უსიმპტომოა პაციენტი, მას 10 დღეში შეიძლება მიენიჭოს გამოჯანმრთელებულის სტატუსი", - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ამავე კონტექსტში თქვა, რომ სწორედ ამ ახალი კრიტერიუმის ამოქმედების გამო იყო დღეს საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების 800-მდე მაჩვენებელი. გაბუნიამ თქვა, რომ ასეთი მაჩვენებელი შენარჩუნდება უახლოეს დღეებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG