Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ყარაბაღში უცხოური უკანონო ფორმირებების "გადასროლა ხორციელდება"


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხდეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მიზნით ხორციელდება სირიიდან და ლიბიიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების „ბოევიკების“ გადასროლა.

რუსეთის კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნდა. მისი განცხადებით, ღრმად შეშფოთებულნი არიან პროცესებით, რომელიც კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის უფრო მეტ ესკალაციას იწვევს და გრძელვადიან საფრთხეებს უქმნის რეგიონის ყველა ქვეყანას. რუსეთი დაინტერესებული სახელმწიფოების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ქმედითი ზომები მიიღონ და არ დაუშვან კონფლიქტში „უცხოელი ტერორისტების და დაქირავებულების“ გამოყენება და რეგიონიდან დაუყოვნებლივ გაიყვანონ.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ მთიან ყარაბაღში უცხოელი დაქირავებული მებრძოლების გამოყენებაში. სომხეთი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანის მხარდასაჭერად, თურქეთმა რეგიონში სირიის ჩრდილოეთიდან გადაისროლა 4 ათასამდე რადიკალი ისლამისტი. აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს იმაში, რომ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჰყავს სირიასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური სომხები.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი უარყოფენ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს, ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკების განახლების შესახებ. კონფლიქტის მოსაგვარებლად ეუთოს ეგიდით არსებობს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG