Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან გადმოყვანილი 9 კოვიდინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა


საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი 35 მძიმე კოვიდინფიცირებულიდან 9 აფხაზეთიდან არის. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ მიაწოდა.

სულ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მართვით სუნთქვაზე 33 პაციენტია.

ბოლო 24 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი კიდევ ერთხელ დამყარდა. ბოლო დღე-ღამეში ეს რიცხვი 448-ს გაუტოლდა. მათ შორის ყველაზე მეტი (241) ინფიცირების შემთხვევა კვლავ აჭარას უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG