Accessibility links

რუსეთი და საფრანგეთი გამოდიან მთიან ყარაბაღში  ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით  


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა, მოწოდება გამოთქვეს ცეცხლის შეწყვეტისკენ აზერბაიჯანისა და სომხურ ძალებს შორის, რომლებიც მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო იბრძვიან.

კრემლმა განაცხადა 1 ოქტომბერს, რომ ორმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა და იმსჯელა მთიანი ყარაბაღისთვის ბოლო წლებში ყველაზე მძაფრი ბრძოლების შეჩერების მიზნით დიპლომატიური ზომების გარშემო.

კრემლის თანახმად, „ვლადიმირ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ და მთლიანად შეწყვიტონ ცეცხლი, განმუხტონ ვითარება და გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება".

ორი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან გააკეთონ განცხადება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის და ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის სახელით მოლაპარაკების განახლების შესახებ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

აზერბაიჯანის და სომხური ძალები აპირებენ გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები, რაც ფართო მასშტაბიან და შესაძლოა, თვით რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის, მთიანი ყარაბაღისთვის, რომელსაც 1990-იანი წლებიდან სომხური ძალები აკონტროლებენ, ბრძოლაში ჩაბმული არიან შეიარაღებული დრონები, ტანკები, შვეულმფრენები და არტილერია. ბრძოლები მიმდინარეობს ორ მხარეს შორის გამყოფი ზოლის თითქმის ყველა მონაკვეთზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG