Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

American Airlines-ი და United Airlines-ი 32 ათას თანამშრომელს დაითხოვენ დროებით სანამ კორონავირუსის დახმარების პაკეტზე შეთანხმება შედგება


American Airlines-ი და United Airlines-ი, ამერიკის ორი უმსხვილესი სატრანნსპორტო ფირმა აპირებს დროებით დაითხოვოს 32 000-ზე მეტი თანამშრომელი 1-ლი ოქტომბრიდან, მაშინ, როცა თეთრი სახლი და კონგრესი კამათობენ ახალი კორონავირუსის დახმარების პაკეტზე შეთანხმებისთვის.

ამერიკულ სატრანსპორტო ფირმებს, რომლებმაც მილიარდიანი დახმარება მიიღეს კონგრესისგან, თავი უნდა შეეკავებინათ თანამშრომლების გათავისუფლებისგან სექტემბრის ბოლომდე, რათა ნიადაგი მოემზადებინათ მასობრივი დათხოვნებისთვის მორიგი ფინანსური დახმარების გარეშე.

ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ თანამშრომელთა დათხოვნის გაუქმება, თუ ტრამპის ადმინისტრაცია და კონგრესი მიაღწევენ შეთანხმებას კიდევ 25 მილიარდი დოლარის თაობაზე თანამშრომელთა ანაზღაურების მხარდასაჭერად სამუშაო ადგილების დაცვის მიზნით შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში.

ტრამპის ადმინისტრაცია და სენატის რესპუბლიკელები ყველანაირად ცდილობდნენ მიეღწიათ შეთანხმებისთვის დემოკრატების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატასთან ახალი კორონავირუსის დახმარების წინადადების თაობაზე, რომელშიც ავიაკომპანიების დაფინანსებაც უნდა შესულიყო.

ეს ორი მხარე შორს იყო ფასებზე შეთანხმებისგან გაზრდილი უმუშევრობის დაზღვევის, პირდაპირი გადახდების, საიჯარო და იპოთეკური დახმარების, მცირე ბიზნესების მხარდაჭერის, განათლების და ადგილობრივი ხელისუფლებების ფონდების გამო დებატების ფონზე.

მართალია არსებობს ორპარტიული დახმარება დაზარალებული საავიაციო მრეწველობის მხარდასაჭერად, მაგრამ ეს ფონდები, სავარაუდოდ, დახმარების უფრო მსხვილ პაკეტებში გაერთიანდება.

30 სექტემბერს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რომ მონახონ კომპრომისი, მაშინ როცა კანონმდებლები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან ცდილობენ დახმარება აღმოუჩინონ სირთულის წინაშე მყოფ ეკონომიკას 3 ნოემბრის არჩევნების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG