Accessibility links

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი მოყვა სროლაში


საარტილერიო იერიშის შედეგები მთიან ყარაბაღში.

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი მოყვა სროლაში. ორი მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ რუსეთის არხი „დოჟდი“ და სომხეთის მთავრობა იტყობინებიან.

„დოჟდის“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, დმიტრი ელოვსკიმ, რომელიც მთიან ყარაბაღში იმყოფება, განაცხადა, რომ ჟურნალისტები ათვალიერებდნენ სახლს მარტუნიში (აზერბაიჯანული დასახელებაა ხოჯავენდი), რომელიც 27 და 28 სექტემბრის იერიშებისას დაზიანდა. ამის შემდეგ, როცა ჟურნალისტები ქალაქის ცენტრში გაჩერდნენ, მათგან რამდენიმე ათეულ მეტრში ჭურვებმა დაიწყო აფეთქება.

ელოვსკის თქმით, იქვე იყვნენ სააგენტო VII-ისა და ლიბანელი კორესპონდენტები. იყო თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეთანხმებული ყარაბაღში ჟურნალისტების გამგზავრება, ცნობილი არ არის.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში განახლდა შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანმა იერიში დაიწყო მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართულებით და განაცხადა, რომ ეს იყო კონტრშეტევა სომხეთის შეტევის შემდეგ. რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში, სხვადასხვა მონაცემებით, ათობით ან ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG