Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძე "ქართული ოცნების" სიაში ვერ მოხვდა


მმართველი პარტიის წევრი და მოქმედი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე "ქართული ოცნების" სიაში არაა. სია პარტიამ ცესკოს დღეს, პირველ ოქტომბერს წარუდგინა.

რადიო თავისუფლებამ სცადა კილაძესთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სოფო კილაძე "ქართული ოცნების" სახელით პარლამენტში 2016 წელს მოხვდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს უმცირესობების ნაწილი მათ მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ.

XS
SM
MD
LG