Accessibility links

კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს" დროებითი მმართველი დაუნიშნა


კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით "კავკასუს ონლაინს" დროებით მმართველი დაუნიშნა. გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 1 ოქტომბერს დაუნიშნა. კომისიას უნდა ამ ნაბიჯით კომპანიის მეწილე აიძულოს, რომ წილები გაასხვისოს.

დაახლოებით ერთი თვის წინ "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" რეკომენდაციები გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სატელეკომუნიკაციო კომპანიებში "სპეციალური მმართველის" დანიშვნა პოლიტიკურ ჩარევად შეიძლება აღქმულიყო.

"ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება: მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა", - ვკითხულობთ რეკიმენდაციაში.

კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიის ხელმძღვანელის ფუნქციებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანიის ააიპ ოუფენ ნეტის დირექტორი, მარიამ სულაბერიძე შეასრულებს. ის ხელზე 8 ათას ლარს კომპანიიდან მიიღებს და იმ დრომდე იმუშავებს, სანამ წილები არ შეიცვლება. თითქმის ერთი წლის წინ ის კომისიის თანამშრომელი იყო და იმ კომისიის წევრობა სურდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე დანიშნა.

"თქვენ ამბობთ, რომ ვერ ახდენთ გავლენას ბენეფიციარებზე. მოდი, ახლა ვცადოთ ასე... მინდა გთხოვთ, მასთან ერთად მუშაობით ვცადოთ კანონისა და კომისიის გადაწყვეტილებების შესრულება", - უთხრა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მერაბ ქათამაძემ "კავკასუს ონლაინის" წარმომადგენელს.

კანონი, რომლითაც კომისიას შესაძლებლობა მიეცა კომპანიაში დროებითი მმართველი დანიშნოს, კომისიამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა. მანამდე კომპანიის წილების მისი ნებართვის გასხვისების გარეშე შემთხვევაში გაფრთხილება, დაჯარიმება და ავტორიზაციის შეჩერება შეეძლო. კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ თუ "კავკასუს ონლაინს" ავტორიზაციას შეუჩერებდნენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG