Accessibility links

სასამართლომ მოზარდის სიკვდილში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


რუსთავის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ახალგაზრდა მძღოლს, რომელმაც, პროკურატურის შუამდგომლობის თანახმად, რუსთავში საკუთარი მანქანით16 წლის გოგონა იმსხვერპლა.

პროკურატურის განცხადებით, შსს-მ გამოიძია, რომ 28 სექტემბერს ბრალდებულმა გ.დ.-მ რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და თავისსავე სამოძრაო ზოლში დაეჯახა მოზარდს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების თანახმად, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული პოლიციას ტრაგედიიდან მეორე დღეს თავად ჩაბარდა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის
მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG