Accessibility links

ტრამპმა, პუტინმა და მაკრონმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს მთიან ყარაბაღზე


აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს მთიან ყარაბაღში ვითარების შესახებ. ყარაბაღში მეხუთე დღეა გრძელდება ბრძოლები, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის არმიასა და, მეორე მხრივ, მთიანი ყარაბაღის შენაერთებსა და სომხეთის არმიას შორის.

სამი ქვეყნის ლიდერები გამოვიდნენ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და დაიწყოს მოლაპარაკებები ერევანსა და ბაქოს შორის, იტყობინება Agence France-ი ელისეს სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპის, ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტები მწუხარებას გამოთქვამენ კონფლიქტის ზონაში დაღუპულთა გამო.

მათ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს წინასწარი პირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკებები ეუთოს მონაწილეობით.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში განახლდა შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანმა იერიში დაიწყო მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართულებით და განაცხადა, რომ ეს იყო კონტრშეტევა სომხეთის შეტევის შემდეგ. რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში, სხვადასხვა მონაცემებით, ათობით ან ასობით ადამიანი დაიღუპა. მხარეები აცხადებენ დანაკარგის შესახებ მშვიდობიან მოსახლეობაში და ერთმანეთს ადანაშაულებენ მძიმე შეიარაღებისა და დაქირავებული მებრძოლების გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG