Accessibility links

თენგიზ ცერცვაძე „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად რჩება


როგორ ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გოგა ბერიძემ განაცხადა მედიასთან საუბარში, კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე დარჩენასთან ერთად „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერადაც რჩება.

„ბატონი თენგიზისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის და პარტია „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდაჭერად“,- განაცხადა გოგა ბერიძემ.

მისი თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას შედგა თუ არა თენგიზ ცერცვაძესა და ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს შორის შეხვედრა, რის საფუძველზეც შესაძლოა მას თანამდებობაზე დარჩენის გადაწვეტილება მიეღო.

ამასთან გოგა ბერიძის თქმით, კითხვაზე, ხომ არ იყო დაკავშირებული თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან რომ მას აზრთა სხვადასხვა ჰქონდა ჯანდაცვის მინისტთან სწვალის განახლების თაობაზე, ან რომ ის არ აღმოჩნდა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში, პასუხი არის მარტივი:

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და დაეკავებინა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.

მისი სიტყვებით, არ იცის, საიდან ჰქონდა მედიას ინფორმაცია თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის სავარაუდო დატოვებების თაობაზე. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას პრეტენზიები ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, გოგა ბერიძემ თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხს თავად თენგიზ ცერცვაძე გასცემს.

თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას არ ტოვებს. ინფორმაცია ბრიფინგზე პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გააჟღერა.

თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველმა "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მედიასაშუალების ინფორმაციით, მან განცხადება გუშინ, 30 სექტემბერს დაწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG