თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას არ ტოვებს. ინფორმაცია ბრიფინგზე პრესსამსახურის თანამშრომელმა გააჟღერა.
ამ დრომდე არცერთი უწყება მის გადადგომას არ ადასტურებდა, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც თვითონ ინფექციური საავადმყოფო.
თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველმა "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მედიასაშუალების ინფორმაციით, მან განცხადება გუშინ, 30 სექტემბერს დაწერა.
ცერცვაძე 16 მარტიდან ხელმძღვანელობს კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს უწევდა კოორდინაციას.