Accessibility links

site logo site logo

უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის სურვილის შესახებ: არ ვარ ადამიანი, რომელიც რაიმე კიბეზე ასასვლელად იბრძვის


დავით უსუფაშვილი

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი კითხვაზე სურს თუ არა ისევ პარლამენტის თავმჯდომარეობა, ამბობს, რომ იგი არ არის ადამიანი, რომელიც რაიმე კიბეზე ასასვლელად იბრძვის. რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ მან განაცხადა, რომ 30 წელია პოლიტიკაშია და იმ წუთიდან მოყოლებული დღემდე არც ერთი თანამდებობა არ მოუთხოვია და მოუნდომებია:

„ცხოვრებაში ძირითადად მიწევდა ხოლმე თქმა-არა, ვერა, ეს ჩემი საქმე არ არის, სხვა უკეთესი მოვძებნოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ მე არ ვიბრძვი რამე კიბეზე ასასვლელად. ძალიან ადრეულ ასაკში მოვილიე, პატივმოყვარეობის ჭია დავაკმაყოფილე, რომელიც ყველა ადამიანს აქვს და მას შწემდეგ ძალიან მშვიდად და აუღელვებლად ვაგრძელებ საქმეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა "დილის საუბრებში".

დავით უსუფაშვილი მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ამჟამად იგი პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. საარჩევნო სიაში იგი მესამე ნომერია. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG