Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს სწრაფი  გამოჯანმრთელება უსურვა


სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტრამპი
სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტრამპი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„უკედ ყოფნას გისურვებთ. ეს უდავოდ რთული დროა, მაგრამ სოლიდარობით ამას გავივლით. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც სწრაფად გამოჯანმრთელდებით“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაუყოვნებლივ იწყებენ კარანტინს და გამოჯანმრთელების პროცესს, რომელსაც ერთად გაივლიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ტესტირება მას შემდეგ ჩაიტარეს, რაც კორონავირუსი აღმოაჩნდა დონალდ ტრამპის თანაშემწეს ჰოუპ ჰიკსს.

ამ კვირაში ჰიკსი პრეზიდენტს ახლდა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, სადაც დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის პირველი დებატები გაიმართა.

პრეზიდენტ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა აქტიური საარჩევნო კამპანიის პერიოდში. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერსაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG