Accessibility links

logo-print logo-print

ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ გახდა


რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა შვიდი გოლი და შეასრულა ორი შედეგიანი გადაცემა.

უეფამ ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მილანის „ინტერის“ წევრი რომელუ ლუკაკუ დაასახელა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ბელგიელ თავდამსხმელს ჯილდო დღეს, ჟენევაში გადასცა, ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.

რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა შვიდი გოლი და შეასრულა ორი შედეგიანი გადაცემა. მისი გუნდი ფინალამდე მივიდა და საჩემპიონო მატჩში „სევილიასთან“ დამარცხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG