Accessibility links

site logo site logo

ორი პირი დააკავეს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე


პოლიციამ ქართული ოცნების ორი აქტივისტი დააკავა 29 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის და ქართუ;ლი ოცნების აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე.

შს სამინისტროს განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკლავებულები არიან გიორგი შალამბერიძე და მარნეულის ავტოპარკის დირექტორი გიორგი ჯალაღონია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 29 სექტემბერსბ მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG