Accessibility links

logo-print logo-print

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ დაიკავა რამდენიმე სოფელი მთიანი ყარაბაღის რეგიონში, სომხეთი შეტევას უპრეცედენტოს უწოდებს


აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე სოფელი დაიკავა მთიანი ყარაბაღისთვის მიმდინარე ბრძოლაში - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 3 ოქტომბერს, რეგიონში ეთნიკური სომხების ძალებთან შეტაკებების მორიგი დღის შემდეგ. ალიევის თქმით, "გათავისუფლებულია" შვიდი სოფელი ტერტერის, ჯაბრაილის და ფუზულის რაიონებში. ალიევი აცხადებს, რომ ერთ-ერთ დაკავებულ სოფელს აღუდგენს ისტორიულ სახელს, მადაგიზს - იუწყება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, არტსრუნ ჰოვანისიანმა არ დაადასტურა სოფლების დაკავება, თუმცა განაცხადა, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური შეტაკებები. "ბრძოლა ექვსიდან შვიდ საათამდე უწყვეტად გაგრძელდა" - მის ამ სიტყვებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს. "ეს ძალიან მძიმე და რთული ბრძოლა იყო და ცხადია, რომ ეს ყველაფერი არ არის ადვილი ჩვენი სამხედროებისთვის" - დასძინა მან. ჰოვანისიანის თქმით, სომხეთის ძალებმა ჩამოაგდეს საფრენი აპარატები და გაანადგურეს დაჯავშნული მანქანები. მისი თქმით, მტერმა 3 ოქტომბერს ასობით მებრძოლი "დაკარგა" - თუმცა ეს ცნობა დამოუკიდებელი წყაროებით არ არის დადასტურებული.

კონფლიქტის ორივე მხარე ხშირად აზვიადებს ოპონენტისთვის მიყენებულ დანაკარგს, პარალელური საინფორმაციო ომის პირობებში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 3 ოქტომბრის გამოსვლაში შეტევას უპრეცედენტო უწოდა. "ჩვენ, შესაძლოა, ყველაზე გადამწყვეტი მომენტი გვიდგას ჩვენი ათასწლეულის ისტორიაში" - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG