Accessibility links

ტრამპი აცხადებს, რომ "ბევრი რამ ისწავლა" კორონავირუსზე, მისი მდგომარეობა უმჯობესდება


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 4 ოქტომბერს ცოტა ხნით დატოვა სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ის COVID-19-ის მკურნალობის კურსს გადის და დაჯავშნული მანქანიდან მიესალმა მხარდამჭერებს. პრეზიდენტმა საავადმყოფოს წინ მანქანით ჩაუარა ჯგუფს, რომლის წევრებსაც ხელში აშშ-ის დროშები ეჭირათ და შემდეგ კვლავ დაბრუნდა კლინიკაში, სადაც ის 2 ოქტომბერს მოათავსეს.

მანამდე, ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ COVID-19-ის შესახებ "ბევრი რამ ისწავლა" მას შემდეგ, რაც ინფექცია გადაედო. "ეს ყველაფერი ვისწავლე სკოლაში მართლა წასვლით" - ამბობს ის და დასძენს - "ეს არის რეალური სკოლა, არა ისეთი, 'მოდით წიგნები ვიკითხოთ'. ეს გავითავისე და მესმის. და ძალიან საინტერესო რამაა".

ზოგიერთი შეფასებით, საავადმყოფოს დატოვებით ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი მზაობა უგულებელყოს ვირუსის შეკავების მთავარი ზომები.

მანამდე მისმა მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და ის შესაძლოა საავადმყოფოდან უკვე 5 ოქტომბერს გაწერონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG