Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საპატიმროს თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე არიან


ბათუმში მდებარე, მე-3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი აჭარის რეგიონში გამწვავებული ეპიდსიტუაციაა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, „დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს, ტექნიკურ პერსონალს და ა.შ. გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც, 29 მარტიდან როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულებაში ვირუსის შეტანა, ეს პირები დაწესებულებაში დარჩნენ. 4 ოქტომბრიდან კი მათ დაემატა მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი. ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში დასაქმებული კერძო კომპანიების თანამშრომლები“.

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, 30 მაისის შემდეგ სისტემის თანამშრომლებს PCR ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უტარდება.

XS
SM
MD
LG