Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე სუნთქვის აპარატზე 23 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი გვყავს


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ დროისათვის საქართველოში კოვიდინფიცირებული ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების რაოდენობა 23-ს შეადგენს. მისი თქმით, სუნთქვის აპარატზე სწორედ ამდენი კოვიდინფიცირებული ადამიანია მიერთებული, ხოლო რეანიმაციაში სულ 115 პაციენტი იმყოფება. ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, კრიტიკული მდგომარეობა სულ 36 პაციენტს აღენიშნება.

რაც შეეხება საწოლფონდს, კოვიდ 19-ის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სულ 3000 საწოლამდეა მობილიზებული:

„ამ ეტაპზე კვლავ რჩება 3 000 საწოლამდე, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული და 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი არის ახლა დაყოვნებული რომლებიც ელოდებიან დიაგნოსტირებას და უკვე ამის შემდეგ იქნებიან მიმართულები კლინიკაში, საკარანტინე სასტუმროში თუ გადამისამართდებიან ბინაში სამკურნალოდ ოჯახის ექიმთან", - აღნიშნა მინისტრმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 8696-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გარდაცვლილია 53 ადამიანი.

XS
SM
MD
LG