Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო ქუთაისის 3 სკოლა დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა


კორონავირუსით მოსწავლეების ინფიცირების გამო, დღეიდან ქუთაისის ორ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სწავლა ისევ დისტანციური, ონლაინ-რეჟიმით გაგრძელდა.

კორონავირუსი სამ უმცროსკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა 31-ე და 41-ე საჯარო სკოლებსა და ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში.

ქუთაისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების საჯარო და კერძო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდნენ. 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლება გრძელდებოდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში, წერტილოვან შეზღუდვებს მიმართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG