Accessibility links

logo-print logo-print

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მარნეულის ინციდენტის ორ მონაწილეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გიორგი შალამბერიძეს და გიორგი ჯალაღონიას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო 4-4 ათასი ლარი შეუფარდა. პროკურატურა 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა. სასამართლო დისტანციურად წარიმართა.

გიორგი შალამბერიძე და გიორგი ჯალაღონია პოლიციამ მარნეულის 29 სექტემბრის ინცინდენტის გამო 3 ოქტომბერს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ იძალადეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ.

დღესვე ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, არიფ იუსუფოვს და ლაშა ქველაძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG