Accessibility links

ვლადიმირ პუტინმა შეცვალა დაღესტნის ლიდერი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეცვალა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის, დაღესტნის ლიდერი.

5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კრემლი ამბობს, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ვლადიმირ ვასილიევის თხოვნას გადადგომის თაობაზე. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის რატომ ითხოვა ვასილიევმა გადადგომა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღესტნის ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა სერგეი მელიკოვი, პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი.

პუტინმა 2017 წელს, მოულოდნელად დანიშნა ვასილიევი დაღესტნის ლიდერად. მაშინ ვასილიევი 68 წლის იყო და ხელმძღვანელობდა მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის რეგიონულ საპარლამენტო ჯგუფს.

ვასილიევის დანიშვნას განიხილავდნენ შესაძლო მცდელობად დაღესტანში ღრმად ფესვგადგმულ კორუფციასთან ბრძოლისა, რადგან ვასილიევი პოლიცის მაღალჩინოსანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო.

55 წლის სერგეი მელიკოვი 2014-2016 წლებში მუშაობდა პრეზიდენტის წარმომადგენლად ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ტერიტორიაზე, შემდეგ კი რუსეთის ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ.

ბოლო წლებში დაღესტანი წარმოადგენს ეპიცენტრს ორგანიზებული დანაშაულის ძალადობისთვის, რომელიც უკავშირდება ბიზნესების დანაწილებას, პოლიტიკურ მეტოქეობას, კლანურ დაპირისპირებებს და ისლამური ექსტრემიზმის გავრცელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG