Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID - 19-ის დადასტურებული შემთხვევების 51.5% 30-59 წლის ადამიანებზე მოდის


PCR ტესტირებით დადასტურებული COVID - 19-ის შემთხვევათა შორის პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 95 წელი, ხოლო მინიმალური - 1 თვე. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ანგარიშში ინფიცირებული პაციენტების მონაცემები ასაკის მიხედვით არის მოცემული. 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი ინფიცირებულთა შორის 13,4%-ს შეადგენდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (51.5%) ვრცელდება 30-59 წლის ადამიანებზე.

COVID – 19-ის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული განაწილება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით
COVID – 19-ის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული განაწილება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით

PCR-ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს პაციენტების 36.2% იყო ასიმპტომური, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები.

COVID – 19-ისდადასტურებული შემთხვევების განაწილება ეპიდკვლევის პერიოდისთვის გამოხატული კლინიკური მახასიათებლების მიხედვით
COVID – 19-ისდადასტურებული შემთხვევების განაწილება ეპიდკვლევის პერიოდისთვის გამოხატული კლინიკური მახასიათებლების მიხედვით

XS
SM
MD
LG