Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ უცნობია, სად ჩატარდება სომხეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩი


უეფამ, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სომხეთისა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს გასამართი ამხანაგური მატჩი გააუქმა, ერევანში ოთხ დღეში ჩასატარებელ თამაშზე კი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

11 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები უნდა ჩავიდეს უეფას ერთა თასის შეხვედრის ჩასატარებლად, მაგრამ, სავარაუდოდ, სომეხი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს სხვა ქვეყანაში დაუპირისპირდებიან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა თასის უახლოეს შეხვედრასთან დაკავშირებით უეფასგან საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ელოდება.

XS
SM
MD
LG