Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი აცხადებს, რომ მოწამვლის უკან იდგა პუტინი, რომელსაც არჩევნების გამო ეშინია


რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოწამვლის აგვიტოს ინციდენტში, რომელმაც ლამის მისი სიცოცხლე შეიწირა და დაადასტურა, რომ გერმანიაში სრული გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას აპირებს.

ეს იყო ნავალნის მიერ მიცემული პირველი ვიდეო ინტერვიუ, რომელიც მას ჩამოართვა რუსმა ჟურნალისტმა, იური დუდმა. დუდის იუტიუბის არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, ნავალნიმ, რომლის ავად გახდომის მიზეზად საერთაშორისო ექსპერტები მომწამვლელ ნივთიერებას, ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვულ აგენტს მიიჩნევენ, 5 ოქტომბერს გამოთქვა აზრი, რომ მისი მოწამვლა პუტინის ბრძანებით მოხდა, და უფრო სავარაუდოა, რომ უშიშროების ფედერალური სამსახური ან უცხოეთის დაზვერვის სამსახური იყო ჩარეული.

„მათ ესმოდათ, რომ დიდი პრობლემები ემუქრებოდათ სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ“, განაცხადა ინტერვიუში ნავალნიმ, რომელსაც თავისი ცოლი, იულია ახლდა.

საპარლამენტო არჩევნები რუსეთში გაისად იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG