Accessibility links

ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი პუტინს და საქართველოს მიმართავს ყარაბაღის კონფლიქტის გამო


რუბენ ვარდანიანი

რუბენ ვარდანიანმა, ბიზნესმენმა რუსეთში, რომლის ქონება Forbes-ის მიერ 950 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს თხოვს ჩაერიოს კონფლიქტში და სამხედრო-პოლიტიკურ ელიტას აფრთხილებს, „არ მოსპოს უკანასკნელი მოკავშირეები“.
ვარდანიანის ოცნებაა, რომ „რუსეთი არა მხოლოდ დაეხმაროს, არამედ მან გაიგოს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა პრინციპულია ჩვენთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის. არა სომხების, არა სომხეთისთვის, არამედ რუსეთის მთელი ხალხისთვის, რადგან ეს ლოკალური კონფლიქტი ყარაბაღში, ნელი მოქმედების გეოპოლიტიკური ბომბია, რომელიც პირველ რიგში რუსეთში აფეთქდება“, აღნიშნავს ვარდანიანი, რომელიც მიმართავს საქართველოს და აცხადებს, რომ მის ძარღვებში ხერხეულიძეების ქართული სისხლი სჩქეფს. „ეს ის გვარია, რომლის ცხრა ძმა ხერხეულიძე 1625 წელს დაიღუპა მართლამდიდებლური, ქრისტიანული რწმენისთვის“, ამბობს ბიზნესმენი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, „ისე არ გააკეთოს, რომ მერე შერცხვეს“.

„საშინელი საყურებელია, როგორ ღალატობთ საკუთარ თავს. გთხოვთ, ძვირფასო ძმებო, ისე არ ქნათ, რომ მერე შეგრცხვეთ“, ამბობს ვარდანიანი და არ აკონკრეტებს, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG