Accessibility links

logo-print logo-print

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო


თბილისის მეტროში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. დაახლოებით დილის 9 საათისთვის მიმოსვლა შეფერხდა მეტროს პირველ ხაზზე, „ვარკეთილის“ სადგურიდან „სამას არაგველამდე“.

საზოგადოებრივ მაუწყებელს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში უთხრეს, რომ შეფერხება აღმოფხვრილია. რა ტექნიკური ხარვეზი იყო, დაკონკრეტებული არ არის.

თბილისის მეტრო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 21 სექტემბრიდან დაუბრუნდა და მგზავრებს ისევ 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების განახლებისთვის მიმდინარე სამუშაოების გამო, ივლისიდან მეტრო 23:00 საათამდე მუშაობდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეიცვალა 550 კმ. მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი. თბილისის მეტროს უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის აზიის განვითარების ბანკმა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი გამოჰყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG