Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალი 50 % -იან სახელფასო დანამატს მიიღებს


ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კორონავირუსის მკურნალობაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სახელფასო ანაზღაურების 50 %-ს დანამატის სახით მიიღებენ. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდის იმ ექიმებისა, რომლებიც კოვიდის მკურნალობაში არიან ჩართულები. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებად. ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ ექიმთა, უმცროს ექიმთა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება და ასევე რა თქმა უნდა, ინფექციონისტების, რომლებიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში და ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარვენ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი განმარტებით, შესაბამისი დადგენილება ცვლილების შესახებ დღეს, 7 ოქტომბერს, გამოიცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG